კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს ქულა უცვლელი დარჩა, თუმცა ის 5 წლის წინანდელზე დაბალია

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს ქულა უცვლელი დარჩა, თუმცა ის 5 წლის წინანდელზე დაბალია

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს ქულა უცვლელი რჩება და კვლავაც 53-ია. კორუფციის აღქმის ინდექსში ქვეყნები 0-დან 100-მდე შკალაზე ფასდებიან, სადაც 100 ყველაზე მაღალ შედეგს წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოს ქულა უფრო დაბალია, ვიდრე ის იყო წინა წლებში, მაგალითად 2016 წელს ის 57-ით ფასდებოდა, 2018 წელს კი 58-ით, მას შემდეგ კი კორუფციის ინდექსში საქართველოს პოზიციები თანდათანობით გაუარესდა და 2023 წელს 53-მდე ჩამოვიდა. აღნიშნული ქულა შენარჩუნდა 2024 წელსაც.

“ეს შედეგი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში წვრილმანი მექრთამეობა საყოველთაოდ გავრცელებული არ არის, თუმცა არც რაიმე კონკრეტული რეფორმები განხორციელებულა, რაც დაბალ დონეზე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლებოდა.

ამასთან, საქართველო დაბალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის კუთხით აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში კვლავაც წამყვან პოზიციებზეა, რაც წლების წინ კორუფციასთან ბრძოლისა და საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მიზნით ჩატარებული რეფორმების ეფექტურობაზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ ინდექსი არ ზომავს კორუფციის ისეთ კომპლექსურ ფორმებს, როგორიცაა სახელმწიფოს მიტაცება და კლეპტოკრატია. საქართველოში კორუფციის მხრივ მთავარი გამოწვევები კი სწორედ ესაა.

ცხადია, დაბალ დონეზე კორუფციის არ არსებობა არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის მაღალი ხარისხია და ყველა ინსტიტუტი გამართულად მუშაობს. მეტიც, წვრილმანი მექრთამეობის დაბრუნებაც სავსებით შესაძლებელია, თუ სისტემური რეფორმები არ გატარდება ანტიკორუფციული სისტემისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიმართულებით,”- ნათქვამია TI-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში.

კორუფციის აღქმის ინდექსი ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება – მიზეზები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება –…

სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომელზეც ოთხ წელში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის მე-3 ვერსიის…
რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190 მილიონით? – კაკაურიძის განმარტება

რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190…

საქართველოს მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. პროექტის თანახმად, საგადასახადო მიმართულებით მოგების გადასახადის გეგმა 190 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველი…
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾5.2 მლნ დაიხარჯა – გზების დეპარტამენტი

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾5.2 მლნ დაიხარჯა…

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი…